უკრაინული ავიაკომპანია YanAir Airlines-ი ოდესა-თბილისის მარშრუტზე ფრენებს განაახლებს. ავიაკომპანიის ინფორმაციით, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ოდესა-თბილისი-ოდესას მიმართულებაზე ფრენები 16 მაისიდან განახლდება. ავიაკომპანია ოდესა-თბილისს შორის კვირაში ორი სიხშირით იფრენს. რეისები ყოველ ხუთშაბათსა და კვირას შესრულდენა.
აღსანიშნავია, რომ YanAir Airlines-ი დღეისათვის კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებით ასრულებს რეისებს და ავიაკომპანიამ ივნისიდან უკვე დაანონსა ხარკოვი-ბათუმი-ხარკოვის მიმართულებაზე ოპერირების განახლება.