AHEAD Europe Awards 2018- ზე გამარჯვების შედეგად კომპანია „აჭარა ჯგუფის” „სტამბა” წარდგენილი იქნა “AHEAD Global Awards 2019″ – ზე”, სადაც “ხალხის რჩეული სასტუმროს” ჯილდო მოიპოვა. გუშინ ლონდონში გამართულ ცერემონიალზე სტამბა გამოვლინდა როგორც ხალხის მიერ რჩეული სასტუმრო.
დაჯილდოებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნომინირებულ სასტუმროებს შორის – მსოფლიო მასშტაბით – სასტუმრო „სტამბა” სარგებლობს საზოგადოების დიდი მხარდაჭერით, რაც საჯარო ხმის მიცემის პროცესის შედეგმა გამოავლინა.
Ahead Awards წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით ყველაზე პრესტიჟულ ჯილდოსა და აღიარებას და ასევე წარმატების მაჩვენებელს სასტუმრო ინდუსტრიის დარგში.
მსგავსი აღიარება კიდევ უფრო ხელს შეუწყობს საქართველოს პოპულარიზაციას და ტურიზმის, როგორც ქვეყნის წამყვანი დარგის მომძლავრებას და ახალ საერთაშორისო ბაზარებზე გასვლას, რაც, თავის მხრივ, განაპირობებს ქვეყნის ეკონომიკის შემდგომ განვითარებას.
“აჭარა ჯგუფი” მოხარული და მადლიერია საზოგადოების მხარდაჭერის, ნდობისა და სიყვარულისათვის.