2018 წლიდან 20-ზე მეტი ავიაკომპანია დაიშალა, რაც ბოლო 10 წლის მაჩვენებლებით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

როგორც WSJ წერს, სიტუაცია საწვავის გაძვირების გამო გაუარესდა. ბოლო პერიოდში ნავთობის ფასმა კვლევა დაიწყო, თუმცა გასული ზამთრის მაჩვენებლებთან ფასები მაინც მაღალია. დღეს ავიასაწვავი 18%-ით ძვირია ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში.

უნდა აღინიშნოს, რომ დღეს ბაზრის მოთამაშეები კრიზისისთვის უფრო მომზადებულები არიან ვიდრე 2008 წელს, როდესაც ფასების ზრდამ ბევრი კომპანია გააკოტრა. იმავდროულად ავიაკომპანიები ბიზნესის კეთების შედარებით ეკონომიურ მოდელზეც გადავიდნენ.