Wizz Air, ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი მწვანე ავიაკომპანია, WIZZ RIDE-ს,  ტაქსის და კერძო ტრანსფერების დაჯავშნის ახალ პლატფორმას ნერგავს, რომელიც ინტეგრირებული იქნება არსებულ მობილურ აპლიკაციაში. პროქტის პარტნიორია  CarTrawler, ავტომობილების გაქირავების წამყვანი B2B კომპანია. პლატფორმა მომხმარებლებს სთავაზობს უწყვეტ მოგზაურობას, რაც უფრო კიდევ უფრო ეფექტურს გახდის მარშრუტის დაგეგმვას.

CarTrawler– ის სახმელეთო გადაადგილების პროგრამული ნაკრების გამოყენებით, WIZZ RIDE საშუალებას აძლევს მომხმარებლებს მიიღონ შეუფერხებელი მოგზაურობა, განურჩევლად იმისა, ეს მგზავრობა ადგილზე მოთხოვილია თუ წინასწარ დაჯავშნილი. ტრანსპორტირების სხვადასხვა ვარიანტების ერთმანეთთან დაკავშირებით, WIZZ RIDE ამარტივებს მგზავრობას, რადგან ის უზრუნველყოფს შეუჩერებელ გადაადგილებას – სახლიდან გასვლის მომენტიდან საოცნებო დანიშნულების ადგილზე მისვლამდე.

”ვინაიდან ჩვენ ვცდილობთ მომხმარებლები უზრუნველვყოთ სტრესისგან თავისუფალი მოგზაურობით, მათ მუდამ ახალ სერვისებს ვთავაზობთ. WIZZ Ride უზრუნველყოფს სახმელეთო გადაადგილების მოსახერხებელ მომსახურებას, როგორც წინასწარი დაჯავშნის, ასევე ადგილზე მოთხოვნის შემთხვევაში, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს დაზოგოს დრო და ფული. სერვისი, რომელიც CarTrawler– თან თანამშრომლობით დაინერგა, ახლა უკვე Wizz Air– ის მობილურ აპლიკაციაშია ხელმისაწვდომი. ჩვენ ვამაყობთ, რომ ვართ პირველი ავიაკომპანია მსოფლიოში, ვინც მომხმარებელს ულტრა დაბალ ტარიფთან ერთად, ასეთი ინოვაციურ სერვისს სთავაზობს. ამირიდან, მოგზაურობა კიდევ უფრო მარტივია, ვიდრე ოდესმე“, აცხადებს Wizz Air– ის კომერციული დირექტორი ჯორჯ მიქალოპულოსი.

”მოხარული ვარ, რომ წამოვიწყეთ მსოფლიოში პირველი მობილური პლატფორმა WIZZ RIDE, რომელიც სრულად გარდაქმნის ჯავშნის გამოცდილებას მომხმარებლებისთვის და ავიაკომპანიას დამხმარე პროდუქტის გამოყენებაში დაეხმარება.

Wizz Air არის ღირებულებაზე ორიენტირებული ავიაკომპანია, რომელიც   მომხმარებლის მთელი მოგზაურობის განმავლობაში სთავაზობს ინოვაციებს. მისი მობილური სტრატეგია შესანიშნავად ერგება ჩვენს უნიკალურ პლატფორმას და მოგზაურობის სექტორის არასტაბილურ  რეალობაში, არის ნდობის მნიშვნელოვანი გარანტი. WIZZ RIDE ფანტასტიკური სიახლეა Wizz Air- ის მომხმარებლებისთვის, რომლებიც ეძებენ უწყვეტ მოგზაურობის და ამასთან, ეს არის დროული შეთავაზება ჩვენი პარტნიორისგან.

CarTrawler– ს აქვს შეუდარებელი ცოდნა ინდუსტრიაში და ისეთი ინოვაციების ავტორია ისეთი, როგორიცაა ჩვენი SDK პლატფორმა.  Wizz Air- ის მხრიდან, მომხმარებელზე ასეთი ზრუნვა, აუცილებლად შეუწყობს ხელს სამოგზაურო სექტორის აღდგენას და გვიჩვენებს მომსახურების ისეთ მაგალითს, რომელიც ჩვენ, ყველამ უნდა გავითვალისწინოთ“, განმარტავს CarTrawler– ის კომერციული დირექტორი აილინ მაკკორმი.