ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდ და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის წამყვან დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანია Wizz Air-ს თვითმფრინავზე ჩასხდომის პროცედურასა და უფასო ხელბარგის ბორტზე ატანის წესებში ცვლილებები შეაქვს.
Wizz Air-ის ყველა სტანდარტული BASIC ბილეთის ფასში შედის უფასო ბარგი (55x40x23სმ, 10 კგ), თუმცა თვითმფრინავის ბორტზე შეზღუდული სივრციდან გამომდინარე, ყველა მგზავრის ბარგი სალონში ვერ განთავსდება. ხელბარგის სალონში ატანას შეძლებენ მხოლოდ ის მგზავრები, რომლებიც WIZZ პრიორიტეტის სერვისით სარგებლობენ. WIZZ პრიორიტეტის შეძენა ინტერნეტით შესაძლებელია სულ რაღაც 15 ლარიდან. თუ მგზავრი WIZZ პრიორიტეტის სერვისს არ შეიძენს, მისი 10კგ-იანი ბარგის თვითმფრინავით გადატანა კვლავ უფასოა, თუმცა ამ შემთხვევაში ბარგი შეინახება თვითმფრინავის სატვირთო განყოფილებაში და მისი მიღება შესაძლებელი იქნება ბარგის კონვეიერიდან დანიშნულების აეროპორტში. ამასთან, ყველა მგზავრი კვლავ უფლებამოსილია, თან იქონიოს უფოსო ხელბარგი, რომელიც სავარძლის ქვეშ განთავსდება და რომლის მაქსიმალური ზომაა 40x30x18 სმ.
WIZZ პრიორიტეტის შეძენისას, მგზავრები გარანტირებულად აიტანენ 10 კგ-იან ხელბარგს თვითმფრინავის სალონში, დამატებით იქონიებენ ერთი მცირე ზომის ჩანთას ( კამერის/ ლეპტოპის ჩანთა, ხელჩანთა), რომელიც სავარძლის ქვეშ განთავსდება და თავს აარიდებენ რიგებს ჩასხდომისას. WIZZ პრიორიტეტით სარგებლობის შემთხვევაში, მგზავრებს პირველს მოიწვევენ თვითმფრინავში ჩასხდომისთვის. თვითმფრინავში ჩასასხდომად ავტობუსით გადაადგილების დროს ისინი ისარგებლებენ წინა ნაწილში მდებარე სპეციალური სექციით, რომლის კარიც პირველად გაიღება.
აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვანია ჩასხდომის კომფორტული პროცესისა და ეფექტური ოპერირების უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმ რეისებზე, რომლებიც მგზავრთა დიდი ნაკადით გამოირჩევიან. ცვლილებების მიზანია, მაქსიმალურად შემცირდეს ბორტზე ხელბარგის ატანასთან დაკავშირებული შეყოვნების შემთხვევები, რაც თავისთავად, მგზავრთა ინტერესებიდან გამომდინარეობს. დაბალი ფასების შენარჩუნება ავიაკომპანიის სტრატეგიული მიზანია. ამისთვის Wizz Air მომხმარებლებს მგზავრობის სხვადასხვა ვარიანტს სთავზობს და საშუალებას აძლევს, თანხა მხოლოდ შერჩეული, მათთვის პრიორიტეტული მომსახურებითვის გადაიხადონ. ბილეთის დაბალ ფასებთან ერთად, ავიაკომპანია მგზავრების მაქსიმალურ მოქნილობასაც უზრუნველყოფს.
ხელბარგის სალონში განთავსების პოლიტიკაში განხორციელებული ცვლილებები ავიაკომპანიის ქსელის ფარგლებში ვრცელდება და ამჟამად გამგზავრების აეროპორტების ჩასხდომის პროცედურათა დაზუსტება მიმდინარეობს.
Wizz Air-ის შესახებ:
ავიაკომპანია Wizz Air არის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, რომლის საჰაერო ფლოტი მოიცავს 100 ეარბას A320 და A321 ტიპის საჰაერო ხომალდს. ავიაკომპანია მომხმარებელს სთავზობს ავიარეისებს 600-ზე მეტი მიმართულებით 25 ბაზირებული აეროპორტიდან, რითაც ერთმანეთთან აკავშირებს 44 ქვეყნის 142 ქალაქს. Wizz Air-ის გუნდი, რომელიც დაახლოებით 4,000 ავიაციის პროფესიონალისაგან შედგება, მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისს და ბილეთებს ყველაზე დაბალ ფასად, რის გამოც Wizz Air ბოლო 12 თვის განმავლობაში 30 მილიონზე მეტმა მგზავრმა აირჩია. ავიაკომპანია Wizz Air წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ ტიკერით და ასახულია FTSE 250 და FTSE-ის ჯამურ აქციათა ღირებულების ინდექსით. Wizz Air დარეგისტრირებულია საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) წევრად და აღიარებულია ოპერირების უსაფრთხოების აუდიტის (IOSA) მიერ. ავიაკომპანია დასახელებულია 2016 წლის საუკეთესო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიად წამყვანი საავიაციო ჟურნალის Air Transport World-ის რედაქტორების, და ასევე ავიაციის ცენტრის (CAPA)-ს მიერ. ახლახანს Aviation 100-მა, გამოცემამ, რომელიც ყოველწლიურად განსაკუთრებულ კომპანიებს გამოარჩევს, Wizz Air წლის ევროპულ ავიაკომპანიად დაასახელა.