მთავარი აეროპორტები ამსტერდამის აეროპორტში კრიპტოვალუტის ბანკომატი დამონტაჟდა

ამსტერდამის აეროპორტში კრიპტოვალუტის ბანკომატი დამონტაჟდა

337

ამსტერდამის „შიპოლის“ აეროპორტში კრიპტოვალუტის ბანკომატი დამონტაჟდა, სადაც ევროს ბიტკოინზე გადაცვლაა შესაძლებელი.
შესაბამისად, „შიპოლი“ გახდა პირველი აეროპორტი ევროპაში სადაც მსგავსი ბანკომატი დაიდგა. როგორც აეროპორტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, 6 თვის განმავლობაში ბანკომატი სატესტო რეჟიმში იმუშავებს და ამის შემდეგ დადგინდება რამდენად მოთხოვნადია ის და სჭირდებათ თუ არა ის მგზავრებს.
აღსანიშნავია, რომ დღეისათვის ბიტკოინის ყიდვა იაპონიისა და ავსტრალიის აეროპორტებშია შესაძლებელი.