Wizz Air-მა ცალკეული სერვისების ტარიფები გააძვირა. უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა  Wizz Discount Club-ში წევრობის, რეგისტრირებული ბარგისა და პრიორიტეტული ჩასხდომის (WIZZ Priority-ის) სერვისების ტარიფი გაზარდა.

AviaNews-ის ინფორმაციით, ყველაზე მეტად “ლოუკოსტერმა” Wizz Discount Club-ის წევრობის ტარიფი გაზარდა და ის დღეისათვის 29.99 ევროს ნაცვლად 39,99 ევრო ღირს. 20 ევროთი გაძვირდა ჯგუფური Wizz Discount Club-ის ტარიფი და დღეს მისი ფასი 79,99 ევროა.

უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის იანვარსა და აპრილში Wizz Air-მა უკვე გაზარდა ფასები ბარგსა და Wizz Priority-ზე.

აპრილიდან 10 კგ-მდე რეგისტრირებული ბარგის ტარიფი, მიმართულებების მიხედვით, 9 ევროდან 36 ევრომდე ღირდა, ხოლო ამიერიდან ტარიფები 9 ევროდან და 57 ევრომდე იქნება. გაიზარდა ასევე რეგისტრირებული 20 და 32 კგ-იანი ბარგის ტარიფებიც. 20 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის ფასი 15 ევროდან 83 ევრომდეა, ხოლო წინა სატარიფო გეგმის მიხედვით – 15 ევროდან 52 ევრომდე მერყეობდა.

32 კგ-იანი რეგისტრირებული ბარგის ფასი კი 23 ევროდან 109 ევრომდე დიაპაზონში მერყეობს, მიმართულებების მიხედვით. ადრინდელი ფასი კ 23 ევროდან 73 ევრომდე იყო.

მცირედი გაძვირება შეინიშნება WIZZ Priority-ის ღირებულებაშიც. WIZZ Priority-ის მინიმალური ფასი 5 ევრო არ შეცვლილა და ის ისევ ძველ ნიშნულზეა, გაიზარდა მაქსიმალური ტარიფის ღირებულება. თუ კი ადრე WIZZ Priority-ის მაქსიმალური ტარიფი 30 ევრო იყო, ამიერიდან 32 ევრო ღირს