ავიაკომპანია Qatar Airways-ი წლის ბოლომდე მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტის 25%-იანი წილის მფლობელი გახდება. როგორც ავიაკომპანიის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, შესყიდვაზე ხელშეკრულება წლის ბოლომდე გაფორმდება, თუმცა მანამდე ავიაკომპანიასა და აეროპორტის მენეჯმენტს შორის ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ Qatar Airways-მა ვნუკოვოს წილის შეძენაზე ინტერესი 2018 წლის მარტში დააფიქსირა. აპრილში კი მხარეებს შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის საფუძველზეც Qatar Airways-მა აეროპორტების აქტივების შეფასების პროცესი დაიწყო.

თუ კი მხარეებს შორის გარიგება მართლაც მოხდება, მაშინ ვნუკოვო მოსკოვში პირველი აეროპორტი იქნება, რომლის მეწილეც უცხოური კომპანია იქნება. გარიგების ღირებულება არ სახელდება.

​შეგახსენებთ, რომ ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტი რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის ცენტრიდან სამხრეთ-დასავლეთით, 28 კმ-ში მდებარეობს. აეროპორტი წარმოადგენს Gazpromavia-სI-Fly-ს, UTair Aviation-ის, Yakutia Airlines-ისა და Pobeda-ს ჰაბს.