ევროპის ყველაზე მწვანე, უმსხვილესმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა, ახალი, უწყვეტად განახლებადი ვებ–გვერდის საძიებო ინსტრუმენტი, Travel Planning Map გამოუშვა. აღნიშნული სიახლე, მგზავრებს დაეხმარება განსაზღვრონ WIZZ– ის ქსელში, რომელი მიმართულებებით სრულდება ფრენები დროის ზუსტად კონკრეტულ მონაკვეთში და დაეხმარება მიიღონ ინფორმაცია კორონავირუსთან დაკავშირებული სამოგზაურო შეზღუდვების შესახებ.
მსოფლიო პანდემიის რეალობაში, მგზავრებს შეუძლიათ გამოიყენონ Wizz Air- ის მოგზაურობის დაგეგმვის რუკა, რათა შეამოწმონ ოპერატიული მარშრუტები და შესაბამისი სამოგზაურო წესები ფერადი კოდირებული სისტემის გამოყენებით. რუკის გამოსაყენებლად, მგზავრებმა უბრალოდ უნდა დააჭიროთ სასურველ აეროპორტს და შემდეგ აირჩიონ WIZZ ქსელში არსებული ნებისმიერი მიმართულება. ქვეყნები და აეროპორტები ფერებითაა კოდირებულია, რაც არსებულ შეზღუდვებზე მიუთითებს:
მწვანე ფერი მიუთითებს, რომ არ არსებობს ქვეყანაში საჰაერო გზით შესვლის შეზღუდვები;
ყვითელი ნიშნავს, რომ არსებობს ნაწილობრივი შეზღუდვები (ტესტი / საკარანტინო / რეზიდენცია) ქვეყანაში საჰაერო გზით შესვლის დროს; ხოლო წითელი, ნიშნავს, რომ ქვეყანაში სრულად ან ნაწილობრივადაა აკრძალული საჰაერო მიმოსვლა.
მოგზაურობასთან დაკავშირებული რეგულაციების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, მგზავრებს შეუძლიათ დააწკაპუნონ კონკრეტულ მარშრუტებზე, რათა მათ მიიღონ სამგზავრო ინფორმაციის გვერდი, რომელიც მოიცავს შესაბამის ბმულებს ადგილობრივი მთავრობის ვებ-გვერდებზე, მოგზაურებისთვის საჭირო გვერდების მისამართებს და გამგზავრებამდე შესავსები სავალდებულო ფორმების ნიმუშებს.
Travel Planning Map ყოველდღიურად 18:00 საათზე (CET) განახლდება, მაგრამ Wizz Air ურჩევს მომხმარებლებს, რომ გამგზავრამდე კიდევ ერთხელ გადაამოწომონ ქვეყანაში შესვლის მოთხოვნები, რადგან ისინი გამუდმებით იცვლება. ავიაკომპანია ყოველთვის მოუწოდებს თავის მგზავრებს შეიძინონ WIZZ Flex მაქსიმალური სიმშვიდისთვის. ჯავშანზე WIZZ Flex დამატებით, მაქსიმალურადაა დაცული მგზავრის ინტერესებები გარემო-ფაქტორების ცვლილების შემთხვევაში, ან მაშინ როდესაც სურს უბრალოდ განსხვავებულ დღეს გადაიტანოს მოგზაურობა, ან შეცვალოს ფრენის მიმართულება. მგზავრებს შეუძლიათ შეცვალონ ნებისმიერი WIZZ ფრენა საკუთარი არჩევანის მიხედვით.
”ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაუმჯობესოთ მომხმარებლების გამოცდილება, როგორც მოგზაურობის დროს, ასევე ჩვენს ვებ-გვერდზე ფრენის დაგეგმვისას. ძიების ახალ ინსტრუმენტი გაუმარტივებს მგზავრებს იმის დადგენა, თუ სადაა შესაძლებელი მოგზაურობა. ჩვენ გვჯერა, რომ Travel Planning Map გაადვილებს, ამ გაურკვეველ დროში გადაწყვეტილების მიღებას, რადგან მათთვის ხელმისაწვდომი იქნება უახლესი ინფორმაცია მოგზაურობის შესახებ. ჩვენი სურვილია მგზავრებმა განაგრძონ ახალი და საინტერესო მიმართულებების ძებნა WIZZ ქსელში. ჩვენი მიზანად ვისახავთ ადამიანებს გავუადვილოთ ცხოვრება ხელმისაწვდომი მოგზაურობით და Travel Planning Map კიდევ ერთი გზაა ამისთვის.” აღნიშნავს ჟუჟა პუსი, Wizz Air– ის სამომხმარებლო მარკეტინგისა მთავარი ოფიცერი.