ფრანგულმა ავიამშენებელმა Airbus-მა საჰაერო ხომალდის სამი კონცეფცია წარმოადგინა, რომლებიც ფრენის დროს CO2-ს არ გამოყოფს. კომპანიის გათვლებით, აღნიშნული ტიპის თვითმფრინავების გამოყენება 2035 წლიდან იქნება შესაძლებელი. 

კომპანია მიიჩნევს, რომ შედეგის მიღწევა შესაძლებელი იქნება მას შემდეგ, რაც თვითმფრინავები ოპერირებისთვის წყალბადს, როგორც მთავარ საწვავს გამოიყენებენ. 

”დარწმუნებული ვარ, რომ წყალბადის გამოყენებას სინთეტიკურ საწვავში, ისევე როგორც მის გამოყენებას ენერგიის პირველად წყაროდ, კომერციულ ავიაციაში დიდი პოტენციალი აქვს თვითმფრინავების გარემოსდაცვითი მახასიათებლების კიდევ უფრო გასაუმჯობესებლად”, – აცხადებს Airbus-ის პრეზიდენტი გიბომ ფორი.

1.

2.

3.