Wizz Air-მა კიევიდან ახალი რეისების დაწყების შესახებ ინფორმაცია შეცდომით გაავრცელა. კოპენჰაგენში, დორტმუნდში, მემინგენში, ბრიუსელსა და პარიზში მიმართულებების დამატებაზე შეტყობინება მომხმარებლებმა ელექტრონული ფოსტით მიიღეს.
მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ რეისები არა კიევიდან, არამედ მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვიდან ემატება. ამასთან, იზრდება მოქმედი რეისების სიხშირეც.