მთავარი სიახლეები საქართველოში ვიზიტისას ელტონ ჯონმა Goodwill-ის კერძები დააგემოვნა

საქართველოში ვიზიტისას ელტონ ჯონმა Goodwill-ის კერძები დააგემოვნა

81

საქართველოში ვიზიტისას ელტონ ჯონმა Goodwill-ის კერძები დააგემოვნა. როგორც Goodwill-ის Facebook-ზე განთავსებული ინფორმაციიდან ირკვევა, არც ელტონ ჯონი დარჩენილა გულგრილი Goodwill-ის უგემრიელესი კერძების მიმართ.

“უკვე მესამე სეზონია ჩვენ და “ბლექ სი არენა” წარმატებით ვთანამშრომლობთ და ძალიან მოხარული ვართ, მსოფლიო ვარსკვლავების გამასპინძლებით”, აღნიშნულია Goodwill-ის გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ ელტონ ჯონი საქართველოს რამდენიმე დღის წინ სტუმრობდა. მანდ 30 ივნისსა და 1-ელ ივლისს “ბლექ სი არენაზე” კონცერტები გამართა.​ შეკვეთილში იმყოფებოდა ასევე მუსიკოსის 28-კაციანი ტექნიკური ჯგუფი და “იამაჰას” ფირმის შავი როიალი, რომელიც ელტონ ჯონს ყველა გასტროლზე თან დააქვს.

მუსიკოსს ჰქონდა განსაკუთრებული მოთხოვნებიც: ეს იყო საქართველოში გამოცემული უცხოური პრესა, დამატებითი ოთახი გარდერობისათვის, კულისების მცენარე ფიკუსით მორთვა და დიდი ზომის ტელეეკრანები “ბლექ სი არენას” შიდა და გარე ტერიტორიაზე.

შეგახსენებთ, რომ „ბლექსი არენას“ სცენაზე ელტონ ჯონის კონცერტი გასული წლის სექტემბერში უნდა გამართულიყო, თუმცა ბენდის ერთ-ერთი წევრის ჯანმრთელობის პრობლემების გამო, საქართველოში ჩამოსვლა ვერ შეძლო.