Wizz Air-მა ისრაელის მიმართულებით ფრენები შეაჩერა. უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა რომელმაც ცოტა ხნის წინ ისრაელის მიმართულებით ავიარეისები შეამცირა, უკვე ფრენების დროებით შეწყვეტაზე აცხადებს.
დღეის მდგომარეობით, ავიაკომპანიამ ფრენები 12 მარტიდან 23 მარტამდე პერიოდში შეაჩერა. უკვე ცნობილია, რომ Wizz Air-ი ისრაელის ქალაქების მიმართულებით ფრენებს, დროებით, წყვეტს ლონდონიდან, სოფიადან, ვენიდან, ბუდაპეშტიდან, რიგიდან, ბუქარესტიდან, ვარშავადან და სხვა ევროპული ქალაქებიდან.
დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი, ლოუქოსტერ სეგმენტში, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავიაკომპანიად ითვლება.