ავიაკომპანია Wizz Air-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც მილანი-ქუთაისის რეისს ასრულებდა, ქუთაისის ნაცვლად თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაეშვა. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორ კომპანია TAV Georgia-ში განმარტავენ, თვითმფრინავი, რეისი ნორმით WZZ3JG, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში უკვე დაეშვა.
ირკვევა, რომ ბორტის ქუთაისიდან თბილისში გადმომისამართების მიზეზი ძლიერი ქარია.