ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმი განაგრძობს მუშაობას და რეისებს განრიგის მიხედვით იღებს – ამის შესახებ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მმართველ კომპანია „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში“ აცხადებენ.

როგორც გაერთიანებაში განმარტავენ, აეროპორტი განრიგის მიხედვით იღებს რეისებს, ხოლო რაც შეეხება მილანი-ქუთაისის რეისს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტი დაჯდა, გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ცვალებადი მიმართულების ქარის გამო თავად პილოტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ თბილისის აეროპორტში დამჯდარიყო. ხოლო რაც შეხება ჰამბურგი-ქუთაისის რეისს, რომელიც განრიგით ქუთაისი-მილანის რეისის შემდეგ უნდა დაშვებულიყო, 15 წუთიანი ინტერვალით დაეშვა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში.