თურქული ავიაკომპანია Turkish Airlines -ი World Finance Awards-ის მიერ ყველაზე მდგრად ფლაგმანურ ავიაკომპანიად დასახელდა.

ზედიზედ მეორე წელია Turkish Airlines აღიარებას იღებს მდგრადი განვითარების მიმართულებით საკუთარი ინიციატივებისთვის. იგი World Finance Awards-ის მიერ  მსოფლიოში ყველაზე ფლაგმანურ ავიაკომპანიად მიიჩნევა.

გადამზიდველმა განახორციელა სხვადასხვა ინიციატივები, მათ შორის პლატფორმის დანერგვა ნახშირბადის ნებაყოფლობითი კომპენსაციისთვის, მდგრადი საავიაციო საწვავის გამოყენება (SAF), ფრენისას მდგრადი პროდუქტების მიწოდება, ნარჩენების ეფექტური მართვა და დიგიტალიზაციის პროექტები.
Turkish Airlines-ის გამგეობისა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ აჰმედ ბოლატმა განაცხადა, რომ ავიაკომპანიამ თავის მიზნად დაისახა შემდეგი სამი წლის განმავლობაში გახდეს მსოფლიოში TOP-3 გადამზიდავიდან ერთ-ერთი დიგიტალიზაციის თვალსაზრისით.

ბოლო 15 წლის განმავლობაში Turkish Airlines-მა განახორციელა 100-ზე მეტი ოპერაციული ოპტიმიზაციის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ნახშირბადის ემისიების შემცირებას. კომპანიამ ასევე განახორციელა დიგიტალიზაციის პროექტები ოპერაციული ეფექტურობის გასაუმჯობესებლად და გარემოზე ზემოქმედების შესამცირებლად.

ფრენის მართვის თვალსაზრისით, საწვავის ეფექტურობის გაუმჯობესებამ და ფრენის მარშრუტების ოპტიმიზაციამ შედეგი გამოიღო.

2022 წელს ავიაკომპანიამ მოახერხა 57,5 ​​ათასი ტონა საწვავის დაზოგვა, რამაც გამოიწვია სათბურის გაზების ემისიების 181,3 ათასი ტონით შემცირება.

Turkish Airlines-მა მიზნად დაისახა 2050 წლისთვის გახდეს ნახშირბადის ნეიტრალური კომპანია.