საქართველოს მთავრობა და Wizz Air მოლაპარაკებებს აწარმოებენ ახალ ავიარეისებზე, ამის შესახებ განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

www.memogzauri.com-ის ინფორმაციით, ეკონომიკის მინისტრის გიორგი ქობულიას ინფორმაციით, 2019-2020 წლებში პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ საქართველოს მთავრობასა და Wizz Air-ს შორის მიმდინარეობს მოლაპარაკებები 10 მიმართულების დამატების შესახებ:

  • ქუთაისი – მადრიდი
  • ქუთაისი – ნიცა
  • ქუთაისი – მარსელი
  • ქუთაისი – ბორდო
  • ქუთაისი – შტუტგარტი
  • ქუთაისი – ოსლო
  • ქუთაისი – ჰელსინკი
  • ქუთაისი – კიშინიოვი
  • ქუთაისი – სტოკჰოლმი
  • ქუთაისი – დიუსელდორფი

Wizz Air პირველი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიაა საქართველოში. მან ქუთაისის აეროპორტიდან ფრენების განხორციელება დაიწყო 2012 წლის სექტემბრიდან. ამჟამად Wizz Air ქუთაისის აეროპორტიდან ახორციელებს ავიარეისებს 13 ქვეყნის 21 მიმართულებით.