კომპანია Which-მა, რომელიც ბაზრის მოთხოვნებს სწავლობს ბრიტანეთში ჩატარებული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ავიაკომპანიებს შორის, რომლებიც ბრიტამნეთის ავიაბაზარზე ოპერირებენ,  მე-19 ანუ ბოლო ადგილზეა ადგილზეა “ლოუკოსტერი” Ryanair-ი.

ВВС-ის ინფორმაციით, ანტირეიტინგის TOP-5-ში არიან ასევე: Aurigny Air Service, KLM, Norwegian Swiss Airlines და Jet2.

მე-11 და მე-15 ადგილზე არიან ისეთი უმსხვილესი ბრიტანული ავიაკომპანიები, როგორებიცაა Easyjet და British Airways.

როგორც ცნობილია Ryanair-ის თანამშრომლებმა 2018 წელს არაერთი უმსხვილესი გაფიცვა მოაწყეს, შედეგად დაზარალდნენ მგზავრები და კომპანიამ ისინი კომპენსაციითაც არ უზრუნველყო. იმავდროულად ავიაკომპანიამ 3-ჯერ შეცვალა ბარგის გადაზიდვის წესები.

ბრიტანელებმა უკმაყოფილება დააფიქსირეს ასევე რეგისტრაციის, სავარძლების კომფორიტის, საჭმლისა და სასმელის ხარისხზეც.