ევროპის ერთ-ერთი უმსხვილესი “ლოუქოსტერი“ Wizz Air-ის ქუთაისიდან სკანდინავიის ქვეყნებში ფრენების დაწყებას განიხილავს. როგორც საქართველოში ვიზიდან მყოფნა Wizz Air-ის ავიამიმართულებების განვითარების ოფიცერმა ეველინ ჟაკელმა განაცხადა, ომის პირობებში ქუთაისიდან სკანდინავიის ქვეყნების მიმართულებით ფრენების დაწყება შეუძლებელია.

“ნამდვილად განვიხილავთ სკანდინავიის მიმართულებით ფრენებს, თუმცა უკრაინის საჰაერო სივრცის დახურვის გამო ამ ეტაპზე ამის გაკეთება შეუძლებელია. ვფიქრობ, როგორც კი ომი დასრულდება საშუალება გვექნება სკანდინავიის მიმართულებითაც ვიფრინოთ”,- განაცხადა ეველინ ჟაკელმა.