“ჩვენ შევაჩერეთ ოპერაციები ქუთაისის ბაზიდან”, აცხადებს  Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ანდრაშ რადო. ის სამომავლო გეგმებზე საუბარს ნაადრევად მიიჩნევს და განმარტავს, რომ “საკმაოდ ადრეა იმისთვის, რათა ჩვენი შემდგომი გეგმების შესახებ ვიმსჯელოთ. ვაკვირდებით მოვლენების განვითარებას”.

“ჩვენ აბსოლუტურ პრიორიტეტს წარმოადგენს ის, რომ საქართველოს მოქალაქეებს ჩვენი სერვისი კვლავ შევთავაზოთ, ასევე, შევთავაზოთ თქვენ ქვეყანაში მგზავრობა უცხოეთის მოქალაქეებსაც, რათა ამით ხელი შეეწყოს თქვენს ეკონომიკას და ტურიზმის სექტორს.
დროებით ვაუქმებთ ქუთაისის ბაზას და მას შემდგომი მითითებების მიღების შემდეგ აღვადგენთ.
ყველა ადამიანი, რომელიც ქუთაისის ბაზაზე იყო დასაქმებული, შეინარჩუნებს სამსახურს და ჩვენ ამჟამად ჩვენს ქსელში ვეძებთ შესაბამის სამუშაო ადგილებს, რათა მათ შევთავაზოთ.
ჩვენ არ ვხურავთ ქუთაისის ბაზას, ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს და როგორც მედიას, ასევე, მგზავრებს შესაბამის ინფორმაციას მივაწვდით”,- განმარტავს რადო.

Wizz Air-ის კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი ამბობს, რომ კომპანიის მენეჯმენტი აკვირდება მოვლენების განვითარებას, “მოწოდებული ვართ, რომ ბაზა ხელახლა გავხსნათ, რაზეც სხვადასხვა სტეიკჰოლდერებთან გვაქვს მოლაპარაკებები”.