📣 ავსტრიის მთავრობის გადაწყვეტილებით, მესამე ქვეყნების მოქალაქეების, მათ შორის საქართველოს მოქალაქეების ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდება 2020 წლის 30 სექტემბრამდე.

✔️აღნიშნული გულისხმობს, რომ ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა შესაძლებელია მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეთათვის, რომლებსაც აქვთ ავსტრიაში ბინადრობის ნებართვა. ამ შემთხვევაში, მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ კოვიდ-ტესტი (PCR Test), რომელიც გაცემული უნდა იყოს არაუგვიანეს 4 დღისა ან დაექვემდებარონ 14 დღიან თვითიზოლაციას.

🔹ასევე, გამონაკლისის სახით დაიშვებიან ტრანზიტული მიზნით მომავალი მგზავრები, რომლებმაც თან უნდა იქონიონ დანიშნულების ქვეყანაში გასამგზავრებელი საჭირო დოკუმენტაცია. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრებს უწევთ ტრანზიტული ზონის დატოვება, მათ სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, უნდა წარადგინონ კოვიდ ტესტი (PCR Test).

🔹აგრეთვე, ნებადართულია ბიზნესმენების, ხელოვანებისა და სპორტსმენების ვიზიტების განხორციელება დადასტურებულ პროექტებსა თუ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების მიზნით, რაც ასევე დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი დოკუმენტაციით.

🔹მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, აგრეთვე, შესაძლებელია ავსტრიის ტერიტორიაზე შემოსვლა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, რაც დადასტურებული უნდა იყოს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტაციით.

🔈საქართველოს საელჩო ავსტრიის რესპუბლიკაში საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ავსტრიაში გამგზავრებამდე გაეცნონ ქვეყანაში მოქმედ რეგულაციებს. საჭიროების შემთხვევაში, კი დაუკავშირდნენ საელჩოს ცხელი ხაზის საშუალებით:
☎️ +43 676 3358590