- მიუხედავად შეფასების კრიტერიუმების გამკაცრებისა, ავიაკომპანია კვლავ ინარჩუნებს “B” შეფასებას CDP-ის რეიტინგში;
- აღნიშნული მიღწევა ხაზს უსვამს Wizz Air-ის წარმატებას ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით.
Wizz Air-მა, ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადმა ავიაკომპანიამ, 2024 წლის The Carbon Disclosure Project-ის (CDP) კლიმატის რეიტინგში კვლავ “B” შეფასება მიიღო. CDP-ის რეიტინგი არის ინდიკატორი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიების წარმატებას ეკოლოგიური გამჭვირვალობისა და მდგრადობის მიმართულებით.
Wizz Air-ს უკვე მეორე წელია, “B” შეფასება ენიჭება CDP-ის მიერ, რაც ადასტურებს ავიაკომპანიის მიზანს, შეამციროს ნახშირბადის ემისიების ინტენსივობა და მიიღოს ყოვლისმომცველი ზომები კლიმატის ცვლილებების საპირწონედ. აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს Wizz Air-ის წარმატებას ემისიების შემცირებასთან დაკავშირებული ინიციატივების, რისკების მართვის მექანიზმების, გარემოსდაცვითი მმართველობისა და სტრატეგიული ტარიფების განსაზღვრის მიმართულებით.
2024 წელს Carbon Disclosure Project-მა განაახლა თავისი მეთოდოლოგია, რომელიც ახლა უფრო ფართო ეკოლოგიურ საკითხებს მოიცავს და არა მხოლოდ ნახშირბადთან დაკავშირებულ თემებს. ახალი კრიტერიუმები ხაზს უსვამს, თუ რამდენად ეფექტურად მართავენ კომპანიები კლიმატთან დაკავშირებულ რისკებსა და შესაძლებლობებს, როგორ პროგრესირებენ ემისიების შემცირებასთან დაკავშირებული მიზნების მისაღწევად და როგორია მათი საერთო გარემოსდაცვითი სტრატეგია.
რეიტინგი გამოქვეყნდა მაშინ, როდესაც Wizz Air-ი კვლავ განაგრძობს პროგრესს თავისი მიზნის მისაღწევად, რაც გულისხმობს 2030 წლისთვის ნახშირბადის ემისიების შემცირებას 25%-ით. ავიაკომპანია ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობს მდგრადი საავიაციო საწვავის (SAF) გამოყენებაში, რაც მოიცავს საცდელ ფრენებს SAF-ის ნარევით ორ მარშრუტზე, ReFuelEU-ის რეგულაციების ამოქმედებამდე.
Wizz Air-ის კორპორატიულმა და ESG ოფიცერმა, ივონ მოინიჰანმა, განაცხადა: “გვეამაყება, რომ The Carbon Disclosure Project-მა კიდევ ერთხელ აღიარა ჩვენი ერთგულება ნახშირბადის ემისიების შემცირების მიმართულებით. როგორც ავიაკომპანია, რომელიც ლიდერობს ნახშირბადის ემისიების შემცირებასა და კლიმატის დაკავშირებული საკითხების ადვოკატირებაში, ჩვენ ვაცნობიერებთ ავიაციის ინდუსტრიის მნიშვნელოვან როლს გარემოსდაცვითი გამოწვევების დაძლევასა და სექტორის მასშტაბით ცვლილებების მოტანაში. ეს აღიარება ადასტურებს ჩვენს ერთგულებას, გავხადოთ ფრენა უფრო ეკოლოგიურად მდგადი. ჩვენი მისიაა, გავუზიაროთ მომხმარებლებს ინფორმაცია ავიაციის გავლენაზე გარემოზე და ხელი შევუწყოთ უფრო მდგრადი მგზავრობის პრაქტიკას. ცოტა ხნის წინ, ჩვენ ჩავატარეთ კვლევა მომხმარებლებში, რომლებიც მონაწილეობდნენ მდგრადი საავიაციო საწვავის საცდელ ფრენებში. შედეგებმა აჩვენა, რომ მგზავრებს კვლავ სურთ ფრენა, მაგრამ უფრო ეკომეგობრული გზით.”
CDP-ის რეიტინგი საერთაშორისო მასშტაბით აღიარებული ინდიკატორია და სრულად შეესაბამება კლიმატთან დაკავშირებული ფინანსური ანგარიშგების სამუშაო ჯგუფის (TCFD) სტანდარტებს. CDP მოიცავს მსოფლიოში ყველაზე დიდ გარემოსდაცვით მონაცემთა ბაზას და წარმოადგენს ინსტრუმენტს, რომლის მეშვეობითაც კომპანიები აფასებენ, მართავენ და კომუნიკაციას აწარმოებენ გარემოსდაცვითი გავლენისა და მდგრადი განვითარების პროგრესის შესახებ.
Wizz Air-ის შესახებ
Wizz Air-ი ოპერირებს 227 Airbus A320 და A321 თვითმფრინავისგან შემდგარი ავიაფლოტით. ავიაციის ერთგული პროფესიონალების გუნდი გთავაზობთ უმაღლეს მომსახურებასა და ძალიან დაბალ ტარიფებს, რის გამოც Wizz Air-ი გახდა საუკეთესო არჩევანი 62,8 მილიონი მგზავრისთვის 2024 წელს. Wizz Air-ი განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე WIZZ-ის სახელით. კომპანია ასევე დასახელდა მსოფლიოს ათ უმწვანეს ავიაკომპანიას შორის airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2019 და 2023 წლებში Air Transport Awards-ის მიერ აღიარებულ იქნა წლის ავიაკომპანიად. Wizz Air-მა 2021-2023 წლებში მიიღო “ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის” ტიტული და 2024 წელს World Finance Sustainability Awards-ის მიერ “ნახშირბადის ემისიების შემცირების საუკეთესო ავიაკომპანიად” დასახელდა. Wizz Air-მა ასევე მიიღო “EMEA-ს გარემოსდაცვითი მდგრადობის წლის ავიაკომპანიის ჯგუფის” ჯილდო CAPA-Centre for Aviation Awards for Excellence 2024-ის მიერ.