ავიაკომპანია Wizz Air-ის საჰაერო ხომალდი, რომელიც ქუთაისი-პარიზის რეისს ასრულებდა, უკან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნდა. მიზეზი მგზავრის ცუდად გახდომა გახდა, რომელიც საბოლოოდ გარდაიცვალა. გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქეა.
თუმცა ქუთაისში დაშვებამდე საჰაერო ხომალდმა ცაში 1 საათზე მეტი ხნის განმავლობაში დაფრინავდა, რათა საჭირო რაოდენობის საწვავი დაეხარჯა და დანარჩენი მგზავრები აეროპორტში უსაფრთხოდ დაესვა.
ქუთაისიდან თვითმფრინავი 17:24 საათზე აფრინდა და უკან დაახლოებით 19:05 საათზე დაეშვა.
ცნობილი ხდება, რომ Wizz Air-ი ქუთაისი-პარიზის რეისს 21:30 საათზე შეასრულებს.