Wizz Air-ი 2020 წელს ავიარეისების უმეტესობის განახლებას და ავიაპარკის შევსებას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ განცხადება კომპანიის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი აკეთებს.
ტოპ მენეჯერის თქმით, წლის ბოლომდე, ავიაკომპანია საოპერაციო სიმძლავრის 80%-ს დაიბრუნებს და ახალ ბაზრებზეც გავა და ახალ მიმართულებებსაც დაამატებს.
Wizz Air-ი არ აპირებს 2020 წელს 15 ერთეული Airbus-ის მიღებაზეც უარი თქვას. ახალი საჰაერო ხომალდები დაეხმარება დაბალბიუჯეტიან ავიაგადამზიდავს დაიკავოს ის ნიშა, რომელიც სუსტი კონკურენტების მიერ ბაზრის დატოვების შემდეგ დარჩა.
ჯოზეფ ვარადის თქმით, ავიაკომპანიის ლიკვიდურობა Wizz Air-ს საშუალებას მისცემს ფრენების გარეშე 1.5 წელიც გაძლოს.
ავიაკომპანიამ ყოველთვიური ხარჯები 90 მილიონ ევრომდე უკვე შეამცირა და ელოდება, რომ ეს მაჩვენებელი 70 მლნ ევრომდე შემცირდება, როდესაც ყველა გათვალისწინებული დაზოგვის ღონისძიება ამოქმედდება.
ეს ღონისძიებები კი თანამშრომელთათვის ხელფასის 50%-იან შემცირებას და ტოპ-მენეჯმენტისათვის ხელფასის გაცემაზე უარის თქმას ითვალისწინებს.
ვარადი ევროპის სახელმწიფოთა მთავრობებს მოუწოდა თავი შეიკავონ არაეფექტური ავიაგადამზიდავებისათვის ფინანსური დახმარების გამოყოფაზე.
Wizz Air-ის გენერალური დირექტორის აზრით, დახმარება უნდა იყოს მხოლოდ პერსონალის ანაზღაურების კუთხით და ასევე საავიაციო გადასახადის შემცირების მიმართულებით, მათ შორის იგულისხმება სააერნაოსნო მომსახურების გადასახადი.