სპეცრეისებზე, რომელსაც Georgian Airways-ი ევროპის ქალაქებიდან ახორციელებს, საქართველოს მოქალაქეების უმეტესობა ბილეთს ვერ ყიდულობს, რაც საბოლოო ჯამში დიდი უკმაყოფილების მიზეზი გახდა.

ავიაციის სექტორის წარმომადგენელი თამუნა თანდაშვილი მიიჩნევს, რომ პრობლემის მოგვარება რამდენიმე გზითაა შესაძლებელი. მისი თქმით, სიტუაცია მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება თუ კი ავიაბილეთების რეალიზაციისთვის საელჩოების გარკვეულ პრიორიტეტებს განსაზღვრავენ, ასევე შეიქმნება სპეციალური ონლაინ პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდებიან მსურველები ქვეყნების მიხედვით და ექნებათ რიგითობის უნიკალური კოდი.

თანდაშვილმა სპეციალური “სამ პუნქტიანი” გეგმა შეიმუშავა, რომელიც საკუთარ Facebook-ის გვერდზე გამოაქვეყნა. 

“როცა ბერლინის რეისზე მოხდა პრობლემა
როცა ლონდონის რეისზე მოხდა პრობლემა
როცა ვარშავის რეისზე მოხდა პრობლემა

ხომ უნდა მივხვდეთ რომ პრობლემაა?

გენიოსობა არ არის საჭირო, როცა ათენიდან 2000 ზე მეტი მსურველია რომელსაც საქართველოშ უნდა ჩამოსვლა. ამ 2000 ყავს კიდევ სულ მცირე 2 ნათესავი და ყველა ეს ერთად რომ შეეცდება ონლაინ ბილეთის შეძენას
სულ თვითმფირნავში 1 რეისზე გაქვს მაქსიმუმ 180 ადგილი

არ მუშაობს ეს სქემა.

რათქმაუნდა, როცა ავიაკომპანიას არ უვარგა ონლაინ პლატფორმა, კიდევ უფრო რთულია პროცესი.

ამიტომ:

1. პრიორიტეტები უნდა განსაზღვროს საელჩომ, – მცირეწლოვანი ბავშვებით ადამიანები, ონკოლოგიური პაციენტები, ორსულები და ა.შ და ყველანაირი ონლაინების გარეშე აყიდინეთ ამ ხალხს ბილეთი და ჩამოიყვანეთ ეტაპობრივად.
2. გააკეთეთ ონლიან პლატფორმა, სადაც დარეგისტრირდებიან მსურველები ქვეყნების მიხედვით და ექნებათ რიგითობის უნიკალური კოდი, როგორც ბანკში შედიხარ და რიგში დგები ელექტრონულად.
რომ მგზავრები ერთმანეთს დაუთმობენ, ნაცვლად იმისა რომ დახოცონ ერთმანეთი.
3. ვისაც ბილეთის ფული არ აქვს, აქ ვართ კერძო სექტორი და რამენაერად დავეხმარებით და თქვენც მშვენივრად შეგიძლიათ დახმარება
.

რა საჭიროა ამდენი უკმაყოფილება და პრობლემა, დარწმუნებული ვარ თქვენც არ გსიამოვნებთ ამდენი წყევლა”, წერს თამუნა თანდაშვილი.