უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი უკრაინელ ლტოლვილებს ავიაკომპანიის ოფისებში დასაქმებას ჰპირდება.
Wizz Air-ის ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ქვეყანა რუსეთის მიერ გაჩაღებული ომის გამო დატოვეს, შესაძლებლობა ეძლევათ განაცხადი გააკეთონ ვაკანტურ პოზიციებზე ავიაკომპანიაში. საუბარია საოფისე პოზიციებზე.
იმავდროულად, ავიაკომპანია მათ სასტუმროში განთავსების დახმარებასაც ჰპირდება, მაქსიმუმ 30 დღით. ასევე ავიაკომპანია მზადაა შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინელ ლტოლვილებს ბუდაპეშტში ან სხვა არჩეულ ადგილას სამუშაო ნებართვის მოპოვებაში დაეხმაროს.