უკრაინის ცაში სამოქალაქო ფრენები არ სრულდება, თითქმის არ სრულდება მოლდოვაში. EUROCONTROL-ი 23 თებერვლიდან 2 მარტამდე პერიოდის სტატისტიკას აქვეყნებს, რომელიც 2019 წლის შესაბამის პერიოდთან არის შედარებული.
ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მიმდინარე კრიზისის მიუხედავად, ევროპულ საჰაერო სივრცეში ფრენები 74%-ით არის აღდგენილი 2019 წელთან შედარებით. გასულ კვირაში სულ 19 938 ფრენა შესრულდა.
უკრაინის შემთხვევაში კლება 100%-ს შეადგენს, მოლდოვაში – 88%-ს. საქართველოს კლება, 2019 წელთან შედარებით, 24%-ს შეადგენს. ალბანეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ფრენების რაოდენობა გაზრდილია (+18%).