დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საწვავის უფრო მეტი ეკონომიის მიღწევას აფრენა/დაფრენის დროს ფრთაუკანას ახალი კონფიგურაციის გამოყენებით აპირებს.

“ლოუქოსტერი” პილოტებს ურჩევს, რომ ფრთის მექანიზმის აღნიშნული ნაწილი ნაკლები გრადუსით გახსნან.

ფრთაუკანა ფრთის არეს ზრდის, რაც საშუალებას იძლევა მას გაზარდოს ტარების მოცულობა და თავიდან აიცილოს დაბალი სიჩქარით გაჩერება.

Wizz Air-ის შეფასებით, ფრთაუკანას დაწევა თითო ფრენის დროს დაახლოებით 15 კგ ნავთს  დაზოგავს.  ყოველწლიურ ჭრილში კი დანაზოგმა შეიძლება 2000 ტონა საწვავს მიაღწიოს, ხოლო ნახშირორჟანგის გამოყოფის მოცულობა შესაძლოა 6000 ტონით შემცირდეს.

Wizz Air-ი ასევე აპირებს ფრენის დაგეგმვისას საწვავის დაზოგვის დროს სისტემის ოპტიმიზაცია მოახდინოს და უფრო ზუსტი კოეფიციენტები გამოიყენოს, რათა თვითმფრინავებმა ზედმეტი საწვავის გამოყენება არ მოახდინონ. ეს კი შეამცირებს თვითმფრინავის წონას და, შესაბამისად, მოხმარებული საწვავის რაოდენობას.