დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი საქართველოს ავიაბაზარზე პოზიციების გამყარების შემდეგ, პოზიციას სარეკლამო ბაზარზეც იმყარებს. „აიფიემმა“ 20 ბიზნეს კომპანია დაასახელა, რომელთაც სექტემბერში, ყველაზე მეტი მედია გაშუქება განახორციელეს. თავის მხრივ სია საკმაოდ მრავალფეროვანია და რამდენიმე ინდუსტრიას მოიცავს. რეიტინგი “ლოუკოსტერი” Wizz Air-ი მეხუთე პოზიციაზეა და მისი წილი საერთო მედია გაშუქებაში 4%-ია. საქართველოში კი Wizz Air-ის საკომუნიკაციო კამპანიას კომპანია Key Communications უზრუნველყოფს.
“Wizz Air-მა ქართულ ბაზარზე ოპერირება 2012 წელს დაიწყო. პირველი რეისის შემდეგ, რომელიც ვარშავის მიმართულებით დაინიშნა Wizz Air მუდმივად აფართოებს თავის სამუშაო არეალს და ქართველ და ევროპელ მომხმარებელს ხელმისაწვდომ ფასებსა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს. 2018 წელს Wizz Air-მა 650,000-მდე მგზავრს უმასპინძლა ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში ქუთაისიდან და ქუთაისამდე. 2020 წლისათვის კი უკვე 1.4 მილიონზე მეტი ადგილი იქნება შესაძენად ხელმისაწვდომი ქუთაისიდან 19 ქვეყნის 39 მიმართულებით. ავიაკომპანიის ცნობადობა დღესდღეობით ძალიან მაღალია მთელს ქვეყანაში, ასევე მაღლდება ცნობიერება აეროპორტისა და ავიაკომპანიის წესების შესახებ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ შედეგს მედია ბიუჯეტის გარეშე მივაღწიეთ და გვიხარია, რომ ბევრი ადამიანი ეცნობა სიახლეებსა და საინტერესო ფაქტებს ევროპის მოწინავე დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის შესახებ”, განმარტავენ Key Communication-ში.
„აიფიემის” ინფორმაციით, მოწინავე პოზიციაზე საბანკო სფეროა და მოცემულ ოცეულში, ქართული საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობი, 5 ბრენდით არის წარმოდგენილი. სტუმარმასპინძლობის ბიზნესი- 4-ს, ხოლო სამშენებლო სფერო 3 კომპანიას მოიცავს. ასევე ვხვდებით, საავიაციო, გამაგრილებელი და მინერალური სასმელების, ლუდის, სატელეკომუნიკაციო, ნავთოპროდუქტების ინდუსტრიების მოთამაშეებს.
წარმოდგენილი ოცეულიდან, პირველმა 10-მა კომპანიამ, სექტემბერში 100 ინფორმაციაზე მეტი მოიცვა. მათი სენტიმენტალური პროფილი წარმოდგენილია ქვევით მოცემულ გრაფიკზე:10 კომპანიიდან, 4-ის შემთხვევაში გვხვდება ნეგატიური გამოვლინებები. სრულად პოზიტიურ კომპანიებს მიკუთვნებული კომპანიების ჩამონათვალი ავიაკომპანია Wizz Air-იცაა.