Wizz Air-ისაჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოებაზე 2019 წლის ავიაკომპანიად დასახელდა. ეს ერთადერთი ერთადერთი საერთაშორისო პრიზია, რომელიც საჰაერო ტრანსპორტის ყველა ძირითად კატეგორიას შორის საუკეთესოს ენიჭება. ჯილდო სტივენ ჯონსს, Wizz Air-ი უნგრეთის მმართველ დირექტორსა და მთლიანად კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს გადაეცა.
2019 წლის საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოება საბერძნეთში, კერძოდ იკალიში, Hermes – საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაციასა და ATN – საჰაერო ტრანსპორტის სიახლეებთან პარტნიორობით ჩატარდა. კორპორატიული ჯილდოს ჟიური საჰაერო ინდუსტრიის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლებით იყო დაკომპლექტებული:
- ჰენრიკ ჰოლელეი, ჟიურის თავმჯდომარე და მობილურობისა და ტრანსპორტის გენერალური დირექტორი
- ჯეფ პულე, CANSO – გენერალური დირექტორი
- რობერტ დეილონი, Hermes – საჰაერო ტრანსპორტის ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი
- ჩარლზ შლამბერგერი, საჰაერო ტრანსპორტის წამყვანი სპეციალისტი მსოფლიო ბანკში
“დღეს Wizz Air-ი კიდევ ერთ მნიშვნელოვან მიღწევას აღნიშნავს. პატივი გვაქვს დასახელებული ვიყოთ წლის ავიაკომპანიად. ეს ჯილდო ვიზის გუნდის დიდი შრომის, ჩვენი მომხმარებლების ლოიალურობისა და ნდობის და პარტნიორების მუდმივი მხარდაჭერის შედეგია. Wizz Air-მა ყველა ადამიანისთვის ახალი შესაძლებლობა მოიტანა – ეფრინათ ხელმისაწვდომ ფასად მსოფლიოს გარშემო და ეს ჯილდო კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ ჩვენ სწორი გზით მივდივართ. Wizz Air-ი განაგრძობს სიახლეებისა და ინოვაციების დანერგვას მუშაობის პროცესში და უზრუნველყოფს შესაძლებლობას ყველასთვის, რომ ცხოვრება მოგზაურობით უფრო სრულყოფილი და ლამაზი გახადონ“, აცხადებს Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე სტივენ ჯონსი.
“საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოვება ამ ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე საპატიო და მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მნიშვნელოვანია ყოველთვის ვაღიაროთ და დავაფასოთ საუკეთესო ავიაკომპანია და მათთან ერთად ვიზეიმოთ ეს წარმატება. ვულოცავ Wizz Air-ს ამ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვან აღიარებას“, განაცხადა 2019 წლის საჰაერო ტრანსპორტის დაჯილდოვების პრეზიდენტმა განაცხადა დოქტორმა კოსტას იატრომ.