სტამბოლში დიდი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება გრძელდება. აეროპორტ “სტამბოლის” შემდეგ, სტამბოლში დიდი საკრუიზო პორტი აშენდება. პორტის მშენებლობა 2021 წლისთვის დასრულდება, აღნიშნა თურქეთის კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეხმეტ ერსოიმ.

ახალი პორტი ერთდროულად 6 დიდი საკრუიზო ლაინერის მიღებას შეძლებს. პორტი სტამბოლში, იენიკაპის რაიონში აშენდება.

მინისტრის თქმით, პორტის მშენებლობაზე ტენდერი წლის ბოლომდე გამოცხადდება.

ექსპერტების შეფასებით, ახალი პორტის მშენებლობა სტამბოლში ტურისტების რაოდენობას, წელიწადში საშუალოდ 3 მლნ ტურისტით გაზრდის.