დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი 16 აგვისტოს თბილისში, ავიაკომპანიის ქუთაისის ბაზაზე სამუშაოდ ღია რეკრუტინგის დღეს ატარებს.
„ვეძებთ ახალგაზრდა, მხიარულ, ენერგიით სავსე ადამიანებს, რომლებსაც სურთ შემოგვიერთდნენ, როგორც ბორტგამცილებლები და ეკიპაჟის წევრები ავიაკომპანიის ქუთაისის ბაზაზე“, – აცხადებს ავიაკომპანია.

ავიაკომპანიის მთავარი მოთხოვნებია: 18  წელს ზემოთ ასაკი; მინიმალური სიმაღლე ქალებისთვის 165 სმ, კაცებისთვის 175 სმ, ფეხის წვერებზე მდგარი, ხელებაწეულის სიმაღლე – 210 სმ; საშუალო სკოლის დიპლომი; სრულყოფილი ცოდნა წერისა და საუბრის ინგლისურის და სასურველია რომელიმე ევროპული ენის ცოდნა; ვალიდური პასპორტი შეზღუდვების გარეშე (მინიმუმ 6 თვე); ცურვის ცოდნა; არ გაქვთ ტატუები ან პირსინგები სხეულის ინ ნაწილზე რომელიც უნიფორმის ტარებისას შესამჩნევია; +4-ზე მეტი და -4-ზე ნაკლები მხედველობის პრობლემა, რა შემთხვევაშიც კანდიდატი ვერ ჩააბარებს სავალდებულო სამედიცინო შემოწმებას.
Wizz Air-ის დასაქმების დღე თბილისში, სასტუმრო Mercure Tbilisi Old Town-ში დილის 9 საათზე დაიწყება.