სამგზავრო თვითმფრინავმა, რომელიც ავიაკომპანია Iraqi Airways-ის საკუთრებაა, ტუნისის აეროპორტში საწვავის შევსება განახორციელა, თუმცა საფასურის გადახდა ვერ შეძლო.

აეროპორტმა კი თვითმფრინავს აფრენის საშუალება არ მისცა. Iraqi Airways-ის ​მფრინავმა კი, ავიაკომპანიის მგზავრებს სთხოვა, საწვავის საფასურის გადასახდელად ფულის შეგროვება მოსთხოვა. საუბარია 3 ათასი დოლარი შეგროვებაზე. თუმცა მგზავრებმა ფულის შეგროვებაზე უარი განაცხადეს. ამ ფონზე კი საქმეში ტუნისში ერაყის საელჩო ჩაერთო და საწვავის საფასურის გადახდა განხორციელდა.