დაბალი მოთხოვნის გამო, ავიაკომპანია Wizz Air-მა ქუთაისი-ბაზელი-ქუთაისის საჰაერო ხაზზე ოპერირება შეაჩერა.

“Wizz Air-ი მუდმივად ახდენს ფრენების მონიტორინგს ყველა მიმართულებით, რომ შეძლოს ყველაზე დაბალი ფასების შეთავაზება მგზავრებისთვის. ავიაკომპანია ადასტურებს, რომ დაბალი აქტივობის გამო შეაჩერა რეისი ქუთაისი-ბაზელის მიმართულებით და ბოლო ფრენა განხორციელდება 2019 წლის 18 ნოემბერს.

მგზავრები, რომლებმაც უკვე შეიძინეს ბილეთები ამ დანიშნულების ადგილზე მომავალი თარიღებისთვის, ელ.ფოსტით მიიღებენ ინფორმაციას აღნიშნული ცვლილებების შესახებ. მათ შეუძლიათ არჩევანი რამდენიმე შესაძლო კომპენსაციას შორის გააკეთონ: შესთავაზებენ ხელახლა გადაცემას სხვა ფრენისთვის (სხვა ნებისმიერი არჩეული მიმართულებით), შეძენილი ბილეთების ფასის 100% ანაზღაურება ან ბილეთების ღირებულების 120% ანაზღაურება WIZZ კრედიტით. Wizz Air გულწრფელად ბოდიშს უხდის მგზავრებს იმ დისკომფორტის გამო, რომელიც შეიძლება ქუთაისი-ბაზელის რეისის გაუქმებამ გამოიწვიოს”, განმარტავენ ავიაკომპანიაში.