ავიაკომპანიები Air Arabia  და Etihad-ი პარტნიორობის ფარგლებში, აბუ-დაბიში დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიის დაფუძნებაზე შეთანხმდნენ. “ლოუკოსტერს” Air Arabia Abu Dhabi ერქმევა და არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტში იქნება ბაზირებული.

Etihad Aviation Group-ის აღმასრულებელი დირექტორის ტონი დუგლასის განმარტებით, ეს პარტნიორობა დამყარებული იქნება აბუ-დაბის ტურისტულ მიზნებზე და ორიენტირებული იქნება საემიროების ეკონომიკის ზრდაზე.

თუ როდიდან დაიწყებს ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Air Arabia Abu Dhabi ჯერჯერობით უცნობია. უცნობია ასევე ისიც, თუ რა ტიპის თვითმფრინავები იქნება ავიაკომპანიის ავიაფლოტში. 

დღეისათვის ბაზარზე არაბეთის გაერთიანებული საემიროების 4 ავიაკომპანია ოპერირებს, ესენია: Emirates, Etihad, flydubai და Air Arabia