უნგრულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Wizz Air-მა გადაწყვიტა საკუთარი პილოტები Apple-ს iPad-ებით აღჭურვოს, რათა წლის განმავლობაში 600 ხე მოჭრას გადაარჩინოს.

ეს კი შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც ავიაკომპანიამ გადაწყვიტა ეკიპაჟის ქაღალდზე დაფუძნებული დოკუმენტაციის გაციფრულება დაეშვა. შედეგად, ქაღალდის საჭიროება წელიწადში 6 მილიონი ფურცლით შემცირდება.

IPad-ში ჩატვირთული იქნება შესაბამისი რუკები, დოკუმენტები და ყველა ის საჭირო მასალა რაც პილოტს ფრენამდე, ფრენისას და ფრენის შემდეგ ესაჭიროება. იმავდროულად ინფორმაცია მუდმივად განახლდება და პილოტებსაც მუდმივად ახალი და განახლებული ინფორმაციები მიეწოდებათ.

იმავდროულად Wizz Air-ი iPad-ების გამოყენებით ეკონომიასაც გასწევს, რადგანაც ბორტზე ქაღალდის სახელმძღვანელოების არარსებობის გამო თვითმფრინავის წონა შემცირდება, ამით კი ავიაკომპანია წლის განმავლობაში 4500 ტონა საწვავს დაზოგავს.