აჭარაში ზაფხულის ტურისტული სეზონი ოფიციალურად გაიხსნება. სეზონის გახსნის დღისთვის ბათუმის ბულვარში სხვადასხვა ღონისძიებები იყო დაგეგმილი.

ბათუმმა, რომელიც ტურისტულ სეზონს განსაკუთრებულად ხვდება ტრადიცია არ დაარღვია და ქალაქის სტუმრებს ულამაზესი სანახაობა შესთავაზა. სეზონის გახსნა საზეიმო ვითარებაში მხოლოდ 2020 წელს არ მომხდარა, რისი მიზეზიც ყველასთვის ცნობილია.