უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი 1-ელი მაისიდან ლონდონიდან და ვენიდან ევროპის რამდენიმე ქალაქის მიმართულებით ფრენებს ანახლებს.

ავიაკომპანიამ ფრენების განახლების გადაწყვეტილება მიიღო ასევე ევროპის სხვა ქალაქებიდანაც. წინასწარი ინფორმაციით, Wizz Air-ი ოპერირებას 20 მიმართულებით დაიწყებს.

რაც შეეხება საქართველოში Wizz Air-ის ოპერირების დაწყების თარიღს, ეს ჯერჯერობით უცნობია და ის ქვეყანაში ეპიდემიურ ვითარებაზეა დამოკიდებული. თუმცა არსებული NOTAM-ის საფუძველზე, საქართველო რეგულარული რეისებისთვის 23 მაისამდეა დახურული. 

“მტკიცედ გვჯერა, რომ კვლავ აღვადგენთ ჩვენს ბაზებს უმოკლეს ხანებში და კვლავ გავხსნით ზოგიერთ ჩვენს ბაზას 1-ელ მაისს. მაგრამ ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა ყველა ჩვენი ბაზა აღვადგინოთ ადგილობრივი რეგულაციების გამო. ახლახანს შევიტყვეთ რომ საქართველო ინარჩუნებს შეზღუდვებს მაისის შუა რიცხვებამდე და გადავხედავთ, თუ როდის და როგორ შეგვეძლება აღვადგინოთ ოპერირება ქუთაისში.

მე ძალიან მოხარული ვარ და ყოველთვის ვხედავდი, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი საქართველოსთვის და რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმი და ავიაცია ქვეყნის ეკონომიკის აღსადგენად. ჩვენ ასევე ვფიქრობთ რომ ისეთ ლამაზ და სინტერესო ქვეყანას, როგორც საქართველოა, ბევრი რამ აქვს რასაც უცხოელებს შესთავაზებს, ამიტომაც დარწმუნებული ვართ რომ ბევრი უცხოელი იქნება საქართველოში ჩამოსვლით დაინტერესებული”, განაცხადა რამდენიმე დღის წინ Wizz Air-ის კორპაციული კომუნიკაციების ხელმძღვანელმა ანდრაშ რადომ.