Wizz Air-ი, ევროპის ყველაზე მწვანე და დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, ეკიპაჟისა და მგზავრების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის მიზნით, ჰიგიენის დაცვის დამატებით ზომებს იღებს, რომელიც ძალაში 1 მაისიდან შევა.
იმისთვის, რომ მგზავრთა და ეკიპაჟის ჯანმრთელობა და კეთილდღეობა უმაღლეს დონეზე იყოს შენარჩუნებული Wizz Air-მა, სამთავრობო რეგულაციების შესაბამისად, ახალი პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც გულისხმობს ფიზიკურის დისტანციის დაცვას ბორტზე  და ჰიგიენური სისუფთავის მუდმივ რეჟიმში შენარჩუნებას. ახალი პროტოკოლი ასევე ითვალისწინებს, მომხმარებლების მხრიდან, რეისზე რეგისტრაციისა თუ ნებისმიერი დამატებითი მომსახურების შეძენის ინტერნეტის მეშვეობით განხორციელებას, რათა თავიდან აიცილონ ზედმეტი ინტერაქცია აეროპოტის ტერიტორიაზე.

ასევე, რეკომენდირებულია ბარგზე თვითმომსახურების კიოსკების გამოყენება და უსაფრთხოების შემოწმებისთვის სწრაფი სკრინინგის გზებისთვის მიმართვა იმ აეროპორტებში, სადაც ამის შესაძლებლობაა, რათა უშუალოდ ჩასხდომამდე ეტაპზე ნაკლები იყოს ადამიანებს შორის კონტაქტი და რიგში ყოფნის აუცილებლობა.  

ინფექციის გავრცელების პრევენციის მიზნით, მგზავრებს მოეთხოვებათ, რომ დაიცვან და მიყვნენ ახალ პროტოკოლს როგორც ჩასდომის, ასევე მგზავრობის მთლიან ეტაპზე.

იმ პირობებშიც კი, როდესაც Wizz Air-ის Hepa ფილტრები თვითმფრინავში ვირუსებისა და ბაქტერიების  99,7%-ით ფილტრაციას უზრუნველჰყოფს როგორც ეკიპაჟი, ასევე მგზავრები ვალდებულნი იქნებიან, რომ  ფრენისას თან ატარონ პირბადეები.

ბორტიდან სრულიად მოიხსნება მრავალჯერადი გამოყენების ჟურნალები, ეკიპაჟი მგზავრებს ერთჯერად, სანიტარიზილებულ ხელსახოცებს დაურიგებს და ასევე,  მთლიანი ფრენის განმავლობაში, წახალისებული იქნება უკონტაქტო გადახდის გზები ნებისმიერი საბორტო შესყიდვები დროს.

Wizz Air-ი მკაცრად დაიცავს და მიყვება ყოველდღიური წმენდის გრაფიკს საოპერაციო ფლოტისთვის. ასევე, ღამის განმავლობაში ჩატარდება საჰაერო ხომალდის მთლიანი დეზინფექცია, ოფიციალური მითითებებისა და ნორმების სრულად დაცვით.

Wizz Air-ის ახალი პროტოკოლის წესების სრულად ნახვა ამ ვიდეოშია შესაძლებელი:

„კომპანიისთვის ეკიპაჟისა და მგზავრების კარგად ყოფნა და კეთილდღეობა ყოველთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენდა. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი მგზავრების რაოდენობა ყოველდღიურ რეჯიმში იზრდება, ჩვენ ოპერაციულ მასშტაბებსა და დამცავ ზომებს, შესაბამისად, პროპორციულად ვცვლით, რათა მაქსიმალურად დავიცვათ ყველა რეკომენდირებული სანიტარული პირობები.

ჩემი რჩევა იქნება, რომ მომხმარებლებმა ნახონ Wizz Air-ის ახალი ვიდეო, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ, რათა ამომწურავი და უფრო დეტალური ინფორმაცია მიიღონ.

გვჯერა, რომ Wizz Air– ის ახალი პროტოკოლი მგზავრებს, ჩვენს ბორტზე ყოფნისას, თავს უფრო კომფორტულად და დაცულად აგრძნობინებს. ჩვენ ყოველთვის ვპასუხობთ და ვერგებით მომხარებლის საჭიროებებს, ამ ეტაპზე კი, ჰიგიენის ნორმების გაძლიერებული დაცვა კაცობრიობის მთავარ საჭიროებას წარმოადგენს“, აცხადებს Wizz Air -ის გენერალური დირექტორი ჯოზეფ ვარადი.