მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე Wizz Air- ი საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას 20 აპრილამდე აჩერებს.

ასევე, ცვლილებები ეხება ფრენებს შემდეგი ქვეყნებიდან:

  • ალბანეთი – ფრენები გაუქმდება 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.
  • ფინეთი – ფრენები შეჩერდება 2 აპრილამდე,
  • პორტუგალია –  ევროკავშირს მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართულებით ფრენები 17 აპრილამდე შეჩერდება.

აღნიშნული სამგზავრო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელებისა და თავიდან აცილების მიზნით.

მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

მათ ბილეთის ღირებულების 120%-იანი ანაზღაურება ავტომატურად აესახებათ მომხმარებლის Wizz Credit-ზე, რომლითაც 24 თვის განმავლობაში შეძლებენ ისარგებლონ Wizz Air-ის პროდუქტებითა და სერვისებით, მაგრამ, ამასთანავე, ექნებათ შესაძლებლობა მოითხოვონ ფულადი ანაზღაურება, რომელიც შედარებით უფრო დიდ დროს მოითხოვს. მათ ელ.ფოსტის საშუალებით ეცნობებათ ყველა აუცილებელი საბანკო პროცედურისა თუ საბარათე ოპერაციის შესახებ. ამ შემთხვევაში მომხმარებლებს აუნაზღაურდებათ ბილეთის ორიგინალური ღირებულების 100%-ი.

მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ცვლილებები Wizz Air-ის შესაძლებლობებს მიღმაა, კომპანია ბოდიშს გიხდით ფრენების გადადების გამო შექმნილი დისკომფორტისა და უსიამოვნებისთვის. 

მგზავრებისა და ეკიპაჟის უსაფრთხოება და კეთილდღეობა ახლა კომპანიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.