“ქებათა ქება” საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტისგან ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მფლობელს, ბიზნესმენ თამაზ გაიაშვილს. 

როგორც უნივერსიტეტის მიერ Facebook-ის პირად გვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომ Georgian Airways-ის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება გმირობის ტოლფასია – “შეუფასებელია ყოველი თქვენგანის მიერ სამსახურეობრივი თუ ეროვნული პასუხისგებლობით მიღებული გადაწყვეტილება”.

“დღეს გმირობის ტოლფასია ავიაკომპანია Georgian Airways-ის ხელმძღვანელობის, მისი დამფუძნებლის ბატონ თამაზ გაიაშვილის და თითოეული თქვენგანის მიერ მიღებული გადაწყვეტილება – ჩვენი ქვეყნისათვის ამ მეტად, მძიმე პერიოდში თქვენს მიერ მაღალი მოქალაქეობრივი პატრიოტიზმის, პროფესიისადმი სიყვარულის, ერისადმი თანადგომის და თუ გნებავთ თანგაწირვის გამოვლენა. შეუფასებელია ყოველი თქვენგანის მიერ სამსახურეობრივი თუ ეროვნული პასუხისგებლობით მიღებული გადაწყვეტილება – შეიტანოთ თქვენი მნიშვნელოვანი წვლილი ერისა და ქვეყნის გადარჩენის საქმეში.

აღსანიშნავია რომ, ქვეყანაში მიმდინარე საომარი მოქმედებებისა თუ სხვადასხვა სტიქიური მოვლენების დროს თქვენ ყოველთვის, როგორც რიგითი ჯარისკაცი გვერდში ედექით ჩვენს ქვეყანას და ასეა ახლაც.

დიდი მადლობა თქვენ ბატონო თამაზ, რომ შეძელით ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მძიმე პერიოდში, როდესაც ჩვენი ქვეყანა ომის ქარცეცხლში იყო გახვეული შეგენარჩუნებინათ ქართული სამოქალაქო ავიაცია, უფრო მეტიც ააღორძინეთ და განავითარეთ ევროპული სტანდარტების მოთხოვნების შესაბამისად.

დიდი მადლობა ჩვენი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის მთელ შემადგენლობას, თქვენ, ჩვენი ქვეყნის იმედი და სიძლიერე ხართ!”, აღნიშნულია საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მიერ Georgian Airways-ის ​ხელმძღვანელობისა და თავად უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისადმი გაკეთებულ მიმართვაში. 

https://www.facebook.com/ssu.edu.ge/posts/3603692313038628