უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი პარიზიდან სპეცრეისს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ნაცვლად თბილისის მიმართულებით განახორციელებს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ის მიერ გამოქვეყნებული განრიგიდან ირკვევა, Wizz Air-ი პარიზი-თბილისის რეისს 22 ივლისს განახორციელებს, ხოლო თბილისი-პარიზის მიმართულებაზე ფრენას ავიაკომპანია 23 ივლისს შეასრულებს.

აღსანიშნავია, რომ გარდა პარიზისა Wizz Air-ი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად სპეცრეისს ათენიდანაც განახორციელებს. ათენი-ქუთაისი-ათენის სპეცრეისი 28 ივლისისთვისაა ჩანიშნული.