Wizz Air-ი სოციალურ მედიაში გავრცელებულ მცდარ შემოთავაზებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს. ავიაკომპანია განმარტავს, რომ მომხმარებლებმა არ უნდა ისარგებლონ გვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლათფორმებზე არ ვრცელდება.
თავის მხრივ კი, Wizz Air აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელთაც Wizz Air-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ.
“Wizz Air-ი ინფორმირებულია იმ ვებ-გვერდისა და Facebook გვერდის შესახებ, რომელიც Wizz Air-ის მსგავსი ბრენდინგით მცდარი დომეინით ფუნქციონირებს. შესაძლებელია, რომ აღნიშნულმა გვერდებმა შეცდომაში შეიყვანონ მომხმარებლები და დაარწმუნონ ისინი, რომ Wizz Air-ის ოფიციალურ გვერდებზე იმყოფებიან. მცდარი ვებ-გვერდი და სოციალურ მედიაში გავრცელებული შეტყობინება ავრცელებს მცდარ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ შეტყობინების Facebook-ზე გაზიარების შემთხვევაში, მომხმარებლებს აქვთ შანსი, რომ Wizz Air-ის 2 ბილეთი 1 დოლარად ეიძინონ.
Wizz Air კიდევ ერთხელ აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ ავიაკომპანიის ოფიციალური ვებ-გვერდია www.wizzair.com და ყველა ინფორმაცია Wizz Air-ის აქციებისა თუ კონკურსების შესახებ გამოქვეყნდება სწორედ აქ, ან ავიაკომპანიის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ ქსელში თუ საინფორმაციო ბიულეტენში.
Wizz Air-ი ურჩევს და აფრთხილებს მომხმარებლებს, რომ არ ისარგებლონ გვერდებითა და ბმულებით, რომლებიც ავიაკომპანიის ოფიციალურ საკომუნიკაციო პლათფორმებზე არ ვრცელდება. Wizz Air აუცილებლად მიიღებს ზომებს ყველა იმ სუბიექტის წინააღმდეგ, რომელთაც Wizz Air-ის მომხმარებლები შეცდომაში შეჰყავთ“, აღნიშნულია Wizz Air-ის განცხადებაში.