Wizz Air მხარს უჭერს უკრაინელ ლტოლვილებს და მათ, 100,000 უფასო ადგილს* სთავაზობს ევროპის ყველა რეისზე, რომელიც უკრაინის სასაზღვრო ქვეყნებიდან: პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან, უნგრეთიდან და რუმინეთიდან განხორციელდება. ამ ფორმით, Wizz Air დაეხმარება ლტოლვილებს, უსაფრთხოდ მივიდნენ საბოლოო დანიშნულების წერტილში. ავიაკომპანიამ უკვე დაამატა ევროპის მიმართულებით თვითმფრინავები და დამატებითი ფრენები, რათა საჭიროების შემთხვევაში, ლტოლვილებს გადაადგილება შესთავაზოს.

გარდა ამისა, Wizz Air-მა აცნობიერებს, რომ ბევრმა ლტოლვილმა უკვე დაიწყო გადაადგილება და ამ დროისთვის, შესაძლოა აღარ იმყოფებოდნენ მოსაზღვრე ქვეყნებში. ამ შემთხვევაში, ავიაკომპანია მათ 29,99 ევროდ** შესთავაზებს სამაშველო ბილეთს ყველა სხვა ფრენაზე, გარდა არაბეთის გაერთიანებული საემიროების, ისლანდიისა და კანარის კუნძულებისა. რაც შეეხება აღნიშნულ მიმართულებებს, ბილეთის ფასი 69,99 ევრო** იქნება.

უკრაინელ ლტოლვილებს, რომელთაც სურთ ფრენის დაჯავშნა, უნდა ეწვიონ შემდეგ ბმულს: https://wizzair.com/#/rescue. 100,000 უფასო ადგილი და სამაშველო ტარიფები ხელმისაწვდომი იქნება მთელი მარტის განმავლობაში. ბილეთის დასაჯავშნად აუცილებელია უკრაინის პასპორტს/პირადობის მოწმობის ნომრის წარდგენა დაჯავშნისა და შეძენის დროს.

Wizz Air მომხმარებლებს მოუწოდებს გადაამოწმონ ვებგვერდი, რადგან შესაძლოა ხელისაწვდომი იყოს სხვა დაბალი ტარიფები. თუმცა, ავიაკომპანიას სურს დარწმუნდეს, რომ ყველა უკრაინელ ლტოლვილს ექნება შესაძლებლობა მიიღოს ხელმისაწვდომი მგზავრობა, მიუხედავად იმისა, თუ სად იმყოფებიან ისინი ამ კრიზისის დროს.

“ამ რთულ დღეებში, ჩვენი გული უკრაინელ ხალხთანაა. ჩვენ გვსურს, რომ უკრაინელ ლტოლვილებს, უსაფრთხო ადგილამდე მისვლაში დავეხმაროთ. ამიტომ, ჩვენ მათ ვთავაზობთ 100 000 უფასო ბილეთს სასაზღვრო ქვეყნებიდან და ამასთან, სპეციალურ სამაშველო ბილეთებს. ჩვენ უკვე ვნახეთ მრავალი ჰუმანიტარული ქმედება, რაც ქსელის მასშტაბით, ჩვენი ხალხის მიერ განხორციელდა. როგორც კომპანიას, ჩვენ გვსურს ჩვენი როლი შევიტანოთ ამ ძალისხმევაში. ჩვენ მოხარულები ვართ, რათა შეგვიძლია უზრუნველვყოთ უსაფრთხო და ხელმისაწვდომი მგზავრობა უკრაინელი ლტოლვილებისთვის”, აცხადებს Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი იოზეფ ვარადი.

* უფასო ადგილები:

ბილეთების მითითებული რაოდენობა (100,000) 0 ევროს ფასში მოქმედებს 2022 წლის მარტის თვეში დაჯავშნილ ფრენებზე. მგზავრობის დროს, უფასოდ გათვალისწინებულია ერთი ხელბარგი (მაქს: 40x30x20 სმ). ჩემოდნისა და სხვა შესამოწმებელი ბარგის, შემთხვევაში, საჭირო იქნება დამატებითი თანხის გადახდა. ფასი ვრცელდება მხოლოდ https://wizzair.com/#/rescue -დან განხორციელებულ ჯავშნებზე.

** 29,99 ევრო და 69,99 ევრო მგზავრობის ტარიფებთან დაკავშირებით:

ერთი მიმართულების ბილეთის ფასი, ადმინისტრაციული გადასახადის ჩათვლით. მგზავრობის დროს, უფასოდ გათვალისწინებულია ერთი ხელბარგი (მაქს: 40x30x20 სმ). ჩემოდნისა და სხვა შესამოწმებელი ბარგის, შემთხვევაში, საჭირო იქნება დამატებითი თანხის გადახდა. ფასი ვრცელდება მხოლოდ https://wizzair.com/#/rescue -დან განხორციელებულ ჯავშნებზე.

Wizz Air-ის შესახებ:

Wizz Air-ი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი

ავაიაკომპანიაა. იგი 117 Airbus A320-ის და Airbus A321/ A321neo-თი დაკომპლექტებული ავიაპარკით ოპერირებს და მგზავრებს ავიაკომპანიის 25 ბაზიდან 700-ზე მეტ მიმართულებას სთავაზობს, რის შედეგად ერთმანეთს 45 ქვეყანაში არსებულ 155 დანიშნულების ადგილს აკავშირებს. Wizz Air-ში დასაქმებული დაახლოებით 5000 პროფესიონალი მომხმარებელს უმაღლესი დონის მომსახურებას და ყველაზე დაბალი ფასის ავიაბილეთებს სთავაზობს, რის გამოც 2018 წელს Wizz Air-ით მგზავრობა 34-მა მილიონმა ადამიანმა გადაწყვიტა.

ავიაკომპანია ახლახანს დასახელდა მსოფლიოს ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტური ავიაგადამზიდების ათეულში airlineratings.com-ის მიერ, ხოლო 2017 წელს Wizz Air-მა ცნობილი ყოველწლიური გამოცემა Aviation 100-სგან წლის ავიაკომპანიის წოდება მიიღო. აღნიშნული გამოცემა საჰაერო დარგში წლის გამორჩეულ კომპანიებს ასახელებს. 2019 წელს კი Air Transport Awards-მა ვიზეარი წლის ავიაკომპანიად დაასახელა.

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ:

კრისტი როულინგი, კორპორატიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი, Wizz Air Group

christie.rawlings@wizzair.com