ავიაკომპანია Wizz Air-მა განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოდან შეწყვეტს ფრენებს რუმინეთის კლუჟ-ნაპოკასა და ბუქარესტის აეროპორტებიდან სამი ევროპული მიმართულებით და საუდის არაბეთში ერთი მიმართულებით.

უფრო კონკრეტულად ზამთრის სანავიგაციო სეზონზე Wizz Air დროებით შეწყვეტს ფრენებს სამ მიმართულებით: კლუჟ-ნაპოკა – ბარი (იტალია), კლუჟ-ნაპოკა – კატანია (კუნძული სიცილიის სანაპირო, იტალია) და კლუჟ-ნაპოკა – ლივერპული (დიდი ბრიტანეთი).

გარდა ამისა, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ოქტომბრის ბოლოდან  შეაჩერებს რეგულარულ ფრენებს ბუქარესტის ჰენრი კოანდას აეროპორტს (ოტოპენი) და რიადს (საუდის არაბეთი) შორის

ავიაკომპანიამ ასევე გააუქმა რამდენიმე ფრენა რუმინეთიდან ნიცაში, ლივერპულში, იტალიაში, ანტალიაში, ბარისა და აბუ დაბის მიმართულებით.