Wizz Air ადასტურებს, რომ ინდუსტრიაში წამყვან პოზიციას იკავებს ყველაზე მწვანე ავიასერვისით და ახალ კამპანიას იწყებს: „Wizz Air – იფრინეთ ყველაზე მწვანე ავიაკომპანიით“.

აღნიშნული კამპანიის მიზანია საჰაერო მოგზაურობის ყველაზე მწვანე ალტერნატივის შესახებ ცნობიერების ამაღლება. Wizz Air-ის აღმასრულებელი დირექტორი, ჯოზეფ ვარადი აქვეყნებს ღია წერილს და ასახელებს 7 მიზეზს, თუ რატომ არის ავიაკომპანია ყველაზე მწვანე საჰაერო არჩევანი. ის მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას, გააკეთონ სწორი არჩევანი.

Wizz Air არის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია ევროპაში, რომელიც  ცდილობს ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტ მგზავრს შესთავაზოს ყველაზე მწვანე მომსახურება. თუ ფრენას გეგმავთ, გაეცანით შვიდი მიზეზს, რის გამოც Wizz Air თქვენი ყველაზე მწვანე არჩევანია:

  1. Wizz Air-ის თითოეული მგზავრს ეფექტი ნახშირბადის ემისიაზე, კილომეტრზე მხოლოდ 57,2 გრამი (პანდემიამდელი მონაცემებით). თუ ყველა ავიაკომპანია Wizz Air-ის მსგავსად ეფექტური იქნება, მაშინ ერთ ღამეში, ევროპაში CO2-ის გამონაბოლქვი 34%-ით შემცირდება.
  2. ზედმეტი დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, Wizz Air არ დაფრინავს ნახევრად ცარიელი თვითმფრინავებით.
  3. Wizz Air-ს არ აქვს ბიზნეს კლასის ადგილები – ეს არის გამონაბოლქვის შემცირების კიდევ ერთი მაგალითი.
  4. ავიაკომპანია დაფრინავს მხოლოდ პირდაპირი მარშრუტებით. ერთი აფრენა, ერთი დაფრენა, შემაერთებელი ფრენის გარეშე – ზედმეტი საწვავის წვის გარეშე.
  5. Wizz Air-ის მფლობელობაშია 50ზე მეტი უახლესი, ყველაზე თანამედროვე  თვითმფრინავი, ევროპულ ავიაკომპანიებს შორის.
  6. ავიაკომპანია იყენებს მსოფლიოში ყველაზე მაღალი დონის ძრავებსდა თვითმფრინავებს, რაც ემისიის შესამცირებლად, გადამწყვეტი პირობაა.
  7. Wizz Air-ის არცერთ მარშრუტს ა აქვს მატარებლის პირდაპირი რეისის ალტერნატივა მომდევნო ოთხ საათის განმავლობაში.

Wizz Air ამაყობს, რომ ევროპის მასშტაბით, ერთ მგზავრზე ყველაზე დაბალი ნახშირბადის ემისიის მაჩვენებელი აქვს და მზად არის, რომ 2030 წლისთვის, 2019 წელთან შედარებით, 25%-ით შეამციროს ეს რიცხვი.

Wizz Air ჰყავს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტი, რომელიც ამჟამად შედგება 149 Airbus A320/1/neo თვითმფრინავისგან, ხოლო მათი საშუალო ასაკი 5 წელია, რაც ინდუსტრიის საშუალო მაჩვენებელზე – 10 წელზე ბევრად დაბალია. ავიაკომპანიის საჰაერო ხომალდის საშუალო ასაკი 2024 წლისთვის 3,6 წლამდე, 2026 წლისთვის კი 3,2 წლამდე შემცირდება. ესაა ავიაკომპანიის ერთგულება და სწრაფვა მდგრადი განვითარებისაკენ.

Wizz Air-ის აღმასრულებელდირექტორი, იოეფ ვარადი: „Wizz Air არის ამბიციური ავიაკომპანია, რომელსაც გააჩნია სტრატეგია მომდევნო ათწლეულის განმავლობაში, 500 თვითმფრინავამდე გაზარდოს ფლოტი და ყველას შესთავაზოს ხელმისაწვდომი მოგზაურობა. ეს კამპანია გვიჩვენებს, თუ როგორ შეიძლება ავიაკომპანიამ მოახერხოს მდგრადი მდგრადი განვითარება და ამასთან, მიაღწიოს ზრდის სასურველ მაჩვენებლებს. ასევე, ეს კამპანია მოუწოდებს მომხმარებლებს, მოგზაურობის დაგეგმვის დროს, სამომავლო ბუნდოვანი დაპირებების ნაცვლად, გაეცნონ დღევანდელი ფაქტებსა და ტექნოლოგიებს.”

„საჰაერო მგზავრობის დეკარბონიზაცია მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუკი ინდუსტრიის წარმომადგებლები დაიწყებენ მასშტაბურ ინიციატივებს. შესაბამისად, ჩვენ მივესალმებით Wizz Air-ის ამბიციას“ – Airbus-ის EVP კორპორატიულ საქმეთა და კომუნიკაციების განყოფილებაში, ჯული კიჩერი – „Wizz Air-მა შეუკვეთა 500-მდე Airbus თვითმფრინავი და ოპერირებს 140-ზე მეტ ფლოტს. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს უახლესი და ეფექტური თვითმფრინავების ოპერირების ვალდებულება. Wizz Air-ის მსგავს ავიაკომპანიებთან და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად, ჩვენი ინდუსტრია ხელშესახებ პროგრესს აღწევს მდგრადი საჰაერო მოგზაურობის მიმართულებით“.