საჯარო და კერძო ფონდი Breakthrough Energy Catalyst (BEC), რომელიც მხარდაჭერილია Microsoft-ის დამფუძნებლის მიერ, ავიაციასთან მიმართებაში ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიების პროექტებში 15 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს.

BEC-ის ინვესტიცია გაიყოფა ბიზნესებს შორის ევროკავშირში, დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ში.

აღნიშნული ფინანსები მიმართული იქნება საწარმოებზე, რომელიც  დეკარბონიზაციას და ახალ ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს, როგორიცაა ეკოლოგიურად სუფთა საავიაციო საწვავი (SAF), მწვანე წყალბადი, ჰაერიდან ნახშირბადის შეგროვებისა და ენერგიის შენახვა.

ამ მომენტისთვის BEC-მა უკვე შეაგროვა 1,5 მილიარდი დოლარის კერძო კაპიტალი. თუმცა, მისი მმართველი დირექტორის იონა გოლდმანის განმარტებით, ფონდი “ინოვაციური პარტნიორობის შეთანხმებებისა და ფინანსური სტრუქტურების“ გამოყენებით ათჯერ მეტი ფინანსების შეგროვებას გეგმავს.  American Airlines-ი არის იმ კერძო სექტორის კომპანიებს შორის, რომლებმაც ფონდში საკუთარი წვლილი შეიტანეს.

BEC არის Breakthrough Energy Group-ის ნაწილი, რომელიც  2015 წელს მილიარდერმა ბილ გეითსმა დააარსა, რომელიც ორიენტირებულია „მწვანე ტექნოლოგიების“ ეკონომიკის მიღწევაზე – ხარჯების შემცირებაზე. Amazon-ის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ასევე შეიტანა საკუთარი წვლილი ფონდში აშშ-ს ენერგეტიკის დეპარტამენტთან, დიდი ბრიტანეთის მთავრობასთან და ევროკომისიასთან ერთად.

მან უკვე განახორციელა ინვესტიცია წყალბადის საწვავის ელემენტების შემქმნელ ZeroAvia-ში. კომპანიამ ავიაკომპანიების Alaska Airlines-ის, United Airlines-სა და DeHavilland-ის კეთილგანწყობა დაიმსახურა და წყალბადის საწვავით 2024 წელს ლონდონსა და ჰააგას პირველი სამგზავრო რეისის განახორციელოს გეგმავს.