ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ი აცხადებს, რომ Airbus-ს 75 ერთეული Airbus A321neo-ს შეძენის უფლების გამოყენების შესახებ აცნობა.

დამატებითი 75 ერთეული A321neo, რომელთა უმეტესობა, ავიაკომპანიისთვის სავარაუდოდ, 2028-2029 წლებში იქნება მიწოდებული, ადასტურებს Wizz Air-ის ამბიციურ მიზანს ათწლეულის ბოლოსთვის მისი ფლოტის ზომის გასამმაგების შესახებ, რათა გახდეს ავიაკომპანია, რომელიც 500 თვითმფრინავით ოპერირებს.

A321neo აერთიანებს უახლეს საავიაციო ტექნოლოგიას და ოპერატორს მნიშვნელოვან ეკოლოგიურ სარგებელს აძლევს: ხმაურის შემცირება თითქმის 50%-ით, საწვავის მოხმარების ეკონომია 20%-ით და აზოტის ოქსიდის ემისიების შემცირება 50%-ით. ამრიგად, ეს აძლიერებს Wizz Air-ის, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მდგრადი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პოზიციას.

Wizz Air-ს ამჟამად ფლოტში ჰყავს 165 უახლესი და ეფექტური Airbus-ის თვითმფრინავი. აღსანიშნავია, რომ Wizz Air მართავს მსოფლიოში მოკლე მანძილის თვითმფრინავების ერთ-ერთ ყველაზე ახალგაზრდა ფლოტს.

Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა, რომ ბაზარზე წამყვანი Airbus A321neo-ს თვითმფრინავების კომბინაცია ქმნის მყარ საფუძველს Wizz Air-ის მომავალი ზრდისთვის მომდევნო ათწლეულის განმავლობაში.