ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი ავიაკომპანია Wizz Air-ი ახალი ელექტრონული საფრენოსნო წიგნაკის ( Electronic Flight Bag – EFB) გააქტიურებას აანონსებს. ეს არის ტექნიკური გადაწყვეტილება, რომელიც iPad- ებით ჩაანაცვლებს ყველა ბეჭდურ სახელმძღვანელოსა და მასალას. ახალი სისტემა, ფრენის დაგეგმვის ყველა ასპექტში, გაზრდის ეფექტიანობას. იგი ეფუძნება ავიაკომპანიის მდგრადი განვითარების ვალდებულებებს – ის მნიშვნელოვნად ამცირებს ქაღალდის გამოყენებასა და საწვავის მოხმარებას.

ახალი EFB სისტემის მიხედვით, Wizz Air-ის ყველა პილოტი მიიღებს iPad–ს. მოწყობილობები აღჭურვილი იქნება შესაბამისი დოკუმენტებით, ყველა იმ დიაგრამის შემდგენი და შემსრულებელი პროგრამებით, რომლებიც საჭიროა ფრენის დასაგეგმად. ასევე, ის შესთავაზებს პილოტებს რეალურ, მიმდინარე დროში არსებულ ინფორმაციას და მთელი მოგზაურობის განმავლობაში, გადაამოწმებს მისიის მიმდინარეობას.

ახალი EFB-ის გამოყენება, Wizz Air-ის უფრო ფართო ვალდებულების ნაწილია – კომპანია მიზნად ისახავს შეამციროს ნეგატიური კვალი გარემოზე და მაქსიმალურად შეამციროს ნახშირბადის გამონაბოლქვი. ახალი სისტემა წელიწადში დაზოგავს დაახლოებით ექვს მილიონ ფურცელს და გადაარჩენს ექვსას ხეს. ასევე, ეს ტექნოლოგია, წონის შემცირებისა და ფრენის უფრო ზუსტი დაგეგმვის გზით, შეამცირებს საწვავის მოხმარებას.

ყოველი ფრენის დაწყებამდე დაანგარიშებული გეგმა და ფრენის დროის ოპტიმიზაცია დაზოგავს 4500 ტონაზე მეტ საწვავს წელიწადში, რაც 14000 ტონით შეამცირებს სათბურის გაზების ემისიებს. ეს წონა არის 80 კილოგრამიანი, 180,000 მგზავრის ექვივალენტი წელიწადში. ეს კი 750 სრული, 239 ადგილიანი A321neo თვითმფრინავის ტოლია.

Wizz Air, ახალ სისტემაში გარკვევის უზრუნველსაყოფად, საკუთარ პილოტებს სთავაზებს ელექტრონულ ტრენინგებს. წლის ბოლოსთვის კი ბორტიდან ქაღალდის მთლიანი ამოღება იგეგმება.

”WIZZ- ში, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ ყველაზე მწვანე ავიაკომპანია და მუდმივად ვცდილობთ შევამციროთ ჩვენი გავლენა გარემოზე. გაახალი EFB სისტემის დანერგვა მნიშვნელოვანად შეამცირებს ნახშირბადის გამონაბოლქვს, რადგან შედეგად, მნიშვნელოვნად შემცირდება ქაღალდის ბეჭდვა, თვითმფირნავის წონა და გამოყენებული საწვავის რაოდენობა. საბოლოოდ კი, შემცირდება ნახშიროჟანგის ემისია. გარდა ამისა, EFB–ის დანერგვა ემყარება Wizz Air– ის კიდევ ერთ დაპირებას ოპერაციების ოპტიმიზაციის შესახებ და მომხმარებელს, კვლავ ინდუსტრიაში ყველაზე დაბალ ტარიფებს სთავაზობს”, აცხადებს Wizz Air- ის EFB Solution Architect-ის კაპიტანი გერბენ ბონდტი.