უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air-ი აგრძელებს ავიაფლოტის შევსებას წელიწადში 50-მდე თვითმფრინავით. უცხოურ მედიის ინფორმაციით, აღმოსავლეთ ევროპის დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ფლოტის გაფართოების აგრესიულ პროგრამას განაგრძობს. კვარტლის განმავლობაში ავიაკომპანიის ფლოტს დაემატა რვა ახალი Airbus A321neo, ხოლო ოთხი A320 დაუბრუნდა მეიჯარეს. შედეგად, ფლოტი გაიზარდა 157 თვითმფრინავამდე.
Wizz Air-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ჯოზეფ ვარადიმ განაცხადა, რომ მიმდინარე ფისკალურ წელს ავიაკომპანია კიდევ 36 ერთეული A321neo-ს მიღებას ელოდება.
არსებული გეგმის მიხედვით, 2023 წლის მარტის ბოლომდე, ავიაგადამზიდავის ფლოტში 182 ერთეული საჰაერო ხომალდი იქნება, რომელთა ნახევარი A321neo-ს ოჯახის წარმომადგენელი იქნება.